სასტუმრო აივანი ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილია

2018.11.20 14:16:56
სასტუმრო აივანი ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილია

სასტუმრო აივანი დაარსების დღიდან იპყრობს მნახველის ყურადღებას.ის თბილისის ყველაზე პრესტიჟულ და ისტორიულ ადგილას მდებარეობს.

 

ინტერიერი ძველ ქალაქურ სტილშია გადაწყვეტილი. სასიამოვნო გარემო და ულამაზესი ხედები ძველ თბილისზე, მეტეხის ხიდი და გოგირდის აბანოები საკუთარი ნომრის ფანჯრებიდან. ასეთი პეიზაჟები გულგრილს მართლაც ვერავის დატოვებს

პორტალი „ბრენდ ნიუსი“ ესტუმრა სასტუმრო აივანს და გაესაუბრა ვიზიტორებს: 

1. იულია - რუსეთიდან

თბილისში ალბათ იმიტომ ჩამოვედი, რომ ახლოსაა და თანაც არასდროს ვყოფილვარ და მაინტერესებდა. ამ სასტუმროში ჩემი მეგობარი ისვენებდა და მეც აღარ მიძებნია სხვა სასტუმრო, აქ ჩამოვედი და ძალიან კმაყოფილი დავრჩი. თბილისს, რაც შეეხება, არ მეგონა ასეთი ლამაზი ქალაქი თუ იყო. შესანიშნავი არქიტექტურაა.

2. წიუმენი - რუსეთი

აქაურობა ძალიან მომწონს, განსაკუთრებით ამ სასტუმროს ადგილმდებარეობით ვარ კმაყოფილი. თანაც ჩემი აქ ყოფნა დღესასწაულს დაემთხვა (თბილისობას) და ყველაფერი ულამაზესი დეკორაციებითაა მორთული.

3. დენისი - ყაზახეთი

აქ მეგობრის მოსანახულებლად ჩამოვედი, თან ქალაქსაც ვათვალიერებ. ძალიან ბევრი რამ შევიტყვე თბილისზე. ხოლო რაც შეეხება სასტუმროს, ძალიან ყურადღებიანი პერსონალი გყავთ.

4. დიმიტრი - რუსეთიდან

თბილისზე ბევრს ვერაფერს გეტყვით, რადგან ახალი ჩამოსული ვარ, თუმცაღა რაც ვნახე, ჯერჯერობით მომწონს. ცოტა ხნის წინ საუზმეზე ვიყავი და ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო, შესაბამისად სასტუმროც მომწონს, იმედია წასვლამდე ამ მხრივ არაფერი შეიცვლება.

5. ტატიანა - სანქტ-პეტერბურგი

აქ ოჯახთან ერთად ვისვენებ, ეს სასტუმრო კი გიდმა გვირჩია და კმაყოფილები ვართ რადგან აქ ყველაფერი თავის ადგილზეა, ნებისმიერ თხოვნას გვისრულებენ. თბილისში პირველად არ ვარ და რომ არ მომწონდეს აქაურობა, ლოგიკურია, მეორედ აღარ ჩამოვიდოდი.

6. არსენი - პიატიგორსკი

თბილისში რეგულარულად დავდივარ, ეს ქალაქი ჩემი სიყვარულია. სასტუმრო აივანში კი ძალიან ლამაზი ინტერიერია, აუცილებლად დავბრუნდებოდი ამ სასტუმროში.