სასტუმრო რედისონ ბლუ ივერია

2017.02.15 16:22:54
სასტუმრო რედისონ ბლუ ივერია

სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერია" თბილისის შემაღლებულ ადგილას, მდინარე მტკვრის პირას მდებარეობს.

სასტუმრო ქალაქისა და მდინარის მომაჯადოვებელ ხედებს გთავაზობთ. სასტუმრო მდებარეობს ვარდების რევოლუციის მოედანზე, რუსთაველის გამზირთან და მისი უნიკალურობა განისაზღვრება ბიზნეს და კომერციულ ცენტრებთან ახლო მდებარეობით. სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერია" ადვილად მისადგომია საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მეტრო სადგური “რუსთაველი” სასტუმროდან რამდენიმე წუთის სავალზეა, ხოლო რკინიგზის სადგურიდან სასტუმრომდე ავტომობილით მხოლოდ 10 წუთს საჭიროებს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე სასტუმროს 25 წუთის სავალი აშორებს. სასტუმრო მდებარეობს სახელმწიფო დაწესებულებებთან ახლოს და თბილისის მთავარ ბიზნეს უბანში, ამდენად იგი იდეალურია საქმიანი ადამიანებისათვის. სასტუმროს ბოლო ორ სართულზე, 1600კმ განთავსებულია სპა და ფიტნეს ცენტრი უამრავი სახის გამაჯანსაღებელ და მოსასვენებელ მომსახურეობებს გთავაზობთ. აქ განთავსებულია აუზი და ბარი სპეცუალური მარგებელი მენიუთი. ყველა სტუმარს შეუძლია ისარგებლოს უფასო საკაბელო და უკაბელო ინტერნეტით სასტუმროს ნებისმიერ ადგილას. აზარტის მოყვარულთათვის სასტუმროში 3100 კვ.მ ფართობზე განთავსებულია კაზინო ყველანაირი სახის სამაგიდო თამაშებითა და ორი ბარით. სასტუმროს გააჩნია 249 ნომერი რომელთაგან 62 ოთახი ერთმანეთთანაა დაკავშირებული ხოლო, 10 განკუთვნილია შრომის უნარს მოკლებული სტუმრებისათვის. ჩვენ ასევე გთავაზობთ ბიზნეს კლასის ოთახებს, რომლებიც იდეალურია საქმიანი ადამიანებისთვის. სასტუმრო ასევე გთავაზობთ ჯუნიორ ლუქსებს განსაკუთრებული ფუფუნების მოყვარულთათვის. შასტუმროს ყველა ოთახი აღჭურვილია თხევად კრისტალური ტელევიზორებით, ფრანგული სააბაზანო კოსმეტიკით ანე სიმონისგან, უფასო ინტერნეტით და ინდივიდუალური კლიმატის კონტროლის სისტემით. საუკეთესო იტალიური სამზარეულო გელოდებათ რესტორან "ფილინი"-ში, რომელიც გურმანებს ინოვაციური კერძების მაცდურ მენიუს სტავაზობს. იდეალურ ადგილს მოსასვენებლად სასტუმროს ბოლო სართული წარმოადგნეს, სადაც თბილისის შეუდარებელი ხედებით დატკბობაა შესაძლებელი. შექმნილი იმისათვის რომ გადააჭარბოს მომხმარებელთა მოლოდინს 826 კვ.მ ფართობზე განთავსებულია საკომფერენციო დარბაზი. აღჭურვილი ყველა საჭირო დანადგარით. ჩვენ ასევე გთავაზობთ 9 ოთახს შეხვედრებისთვის და ღონისძიებათა შთამბეჭდავ დარბაზს გაშლილს 340კვ.მ ფართობზე. დარბაზი იდეალური ადგილია კორპორატიული გონისძიებების, ქორწილების და კერძო ბანკეტების მოსაწყობად. საჭიროების შემთხვევაში იგი მარტივად გაიყოფა სამი შედარებით მცირე ზომის დარბაზად. სასტუმროს ასევე გააჩნია სრულად აღჭურვილი ბიზნეს ცენტრი ყველანაირი ადმინისტრაციული სერვისებით. შექმნილი იმისათვის რომ გადააჭარბოს მომხმარებელთა მოლოდინს 826 კვ.მ ფართობზე განთავსებულია საკომფერენციო დარბაზი. აღჭურვილი ყველა საჭირო დანადგარით.

ადგილმდებარეობა: საქართველო / დედაქალაქი თბილისი

მისამართი: ვარდების რევოლუციის მოედანი 1

ტელ.: 2 402 200

ფაქსი: 2 402 201

ელ. ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

ვებ გვერდი: radissonblu.com/hotel-tbilisi

ფ-ბუქი: Radisson Blu Iveria Hote