მორიგი რეპორტაჟი სასტუმრო აივნიდან

2018.09.17 15:25:41
მორიგი რეპორტაჟი სასტუმრო აივნიდან

მორიგი რეპორტაჟი სასტუმრო აივნიდან:

 

 

კითხვები:

 

  •  რატომ გადაწყვიტეთ თბილისში ჩამოსვლა?
  • როგორ მოგწონთ  სასტუმრო „აივანის“ მომსახურეობა?
  • დაბინავდებოდით,  თუ  არა  ისევ  ამ  სასტუმროში?
  • როგორი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენმა დედაქალქმა თქვენზე?

 

 

1. გაზალი - ირანი

ახლახანს ჩამოვედით, ჯერ ბევრი რამს დათვარიელება ვერ მოვსწარით, თუმცა სასტუმროს გარშემო ძალიან ლამაზი ქუჩებია. ახლახანს საუზმეზე ვიყავით და ძალიან გემრიელი იყო, ასევე ოთახებიც, ძალიან მოგვწონს, ლამაზი დეკორაციები გაქვთ. თუ თბილისში კვლავ ჩამოვედით, სიამოვნებით დავბრუნდებოდით უკან.

2. ქსენია - რუსეთი

ოჯახთან ერთად ვისვენებ თბილისში. დღეს პირველი დღეა, თუმცა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მომწონს აქაურობა. სასტუმროს რაც შეეხება, ყურადღებიანი პერსონალი გყავთ, აუცილებლად დავბუნდებოდი უკან.

3. მუჰამედი - საუდის არაბეთი

აქ მეგობრის მოსანახულებლად ჩამოვედი. სასტუმროს დეკორაციები ძალიან მომწონს, თანამედროვეა. ასევე ოთახშიც ყველაფერი გემოვნებიანად არის მოწყობილი სააბაზანოს ჩათვლით. მოკლედ საკმაოდ კმაყოფილი ვარ სასტუმროთი.

4. მაიკლი - პოლონეთი

აქ ჩამოსვლის მიზეზს ვერ გეტყვით, საიდუმლოა, თუმცა საკმაოდ ბევრნი ვართ ჩამოსულები ერთად და მინდა გითხრათ რომ ჯერჯერობით რაც ვნახეთ ძალიან მოგვწონს, თუმცაღა ჯერჯერობით მხოლოდ სასტუმროს დათვარიელება მოვასწარით.

5. რაბაჰი და გრეისი - ლებანი

სიმართლე რომ გითხრათ, აქ იმიტომ ჩამოვედით, რომ ვიზა არ გვჭირდებოდა, თანაც ახლოს ხართ ჩვენთან. ჩვენი იმედები ნამდვილად გამართლდა, ბათუმშიც ვიყავით და შეგვიძლია ვთქვათ, რომ არაჩვეულებრივი კულტურა და ისტორია გაქვთ. ამ სასტუმროს რაც შეეხება, შეყვარებულები ვართ მასზე. ფასებიც ძალიან მისაღებია.

6. ვალდიმერი - ვარშავა

ჩემი მეგობარი გიდია და მან ჩამომიყვანა აქ. ახლახანს ძალიან საინტერესო ექსკურსიაზე ვიყავით და ნადვილად ლამაზია თქვენი თბილისი. სასტუმროს კი ნამდვილად კარგი ადგილმდებარეობა აქვს და კმაყოფილი ვარ, რომ აქ გავჩერდით.

7. პაული - პოლონეთი 

აქ ჩამოსვლის ისტორია საკმაოდ გრძელია, ამიტომ თავს არ შეგაწყენთ. თბილისში პირველად არ ვართ, პირველად 1994 წელს ვიყავით. მაგრამ ახლა მხოლოდ დასათვარიელებლად ვართ. სასტუმროს დიზაინი ძალიან მოგვწონს, საუზმეც კარგი იყო.

8. ჯგუფი  ლიტვადან

დღეს ჩამოვედით, გიდმა გვირჩია ეს სასტუმრო, ამიტომ ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით, თუმცაღა სასტუმრო კარგი იყო. 

(ცოტა ხნის შემდეგ დაბრუნდნენ ოთახიდან) - ლამაზი ინტერიერია

9. ჯეკი - პოლონეთი 

თბილისში ჩამოსვლა დიდი ხანია მინდა, კონკრეტულად ეს სასტუმრო კი გიდმა მირჩია და ჯერჯერობით კმაყოფილი ვარ. იმედია წასვლამდე არ შეიცვლება ჩემი შთაბეჭდილებები.  

10.   წყვილი მოსკოვიდან

საქართველოში პირველად ვართ და ვცდილობთ ყველაფრის ნახვა მოვასწროთ. აქ მეგობარი გვყავს, რომელიც ყველაფერში გვეხმარება. გიდი არ გვყავდა, თუმცა სასტუმროს მენეჯერი დაგვეხმარა მის მოძებნაში და ცოტა ხანში მცხეთაში მივდივართ ექსკურსიაზე. აქ ძალიან მეგობრული პერსონალი გყავთ და მადლობა ამისთვის.