2018 -2019 წლებში საქართველოს 34 ახალი სასტუმრო შეემატება

2018.09.12 13:14:13
2018 -2019 წლებში საქართველოს 34 ახალი სასტუმრო შეემატება

სასტუმრო ბრენდებს შორისაა:

 

Marriott Autograph, Stamba, Radisson, Rixos, Hyatt, Ramad, Pulman, Golden Tulip, Babylon Tower, Swissotel, Le Meridien, Interstate Hotels and Resorts, Pulmann Hotels & Resort, Wellness Resort & Spa on Mtsvane Kontskh, Ramada Resorts, Metro Sky Tower, Twin Tower და სხვა.

 

 

აქედან 10 აჭარაში, 3 კახეთში, 2 მცხეთა-მთიანეთში, 1 იმერეთში, 1 გურიაში, 1 სამცხე-ჯავახეთში, დანარჩენი კი თბილისში.

 

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, სასტუმროების გახსნის შედეგად, ქვეყანას 12 165 სასტუმრო ოთახი და 21 995 განთავსების ადგილი (საწოლი) შეემატება.

 

 

 

 

სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული განთავსების ობიექტებიდან 36%-ი სასტუმროებზე მოდის.