რეპორტაჟი სასტუმრო აივნიდან

2018.09.06 14:06:35
რეპორტაჟი სასტუმრო აივნიდან

სასტუმრო აივანი თბილისის ყველაზე პრესტიჟულ ადგილას მდებარეობს.

 

სადაც 1500 წლის წინ თბილისი დააარსდა, სასტუმროს გვერდს ძველთაგანვე ცნობილი, ბუნებრივად ცხელ მინერალურ წყლებზე გაშენებული აბანოები უმშვენებს. სწორედ მისი ისტორიული ფონი ხიბლავს ტურისტებს,პორტალი ბრენდნიუსი დაინტერესდა სასტუმრო აივანის ვიზიტორებით და მათი შთაბეჭდილებებით, როგორც ჩვენს დედაქალაქზე, ასევე სასტუმრო "აივანზე".

 

კითხვები:

 

 

  • რატომ გადაწყვიტეთ თბილისში ჩამოსვლა?
  • როგორ მოგწონთ  სასტუმრო „აივანის“ მომსახურეობა?
  • დაბინავდებოდით,  თუ  არა  ისევ  ამ  სასტუმროში?
  • როგორი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენმა დედაქალქმა თქვენზე?

 

1.Majir - აზერბაიჯანი

აქ ოჯახით ვარ ჩამოსული და პირდაპირ გეტყვით - საქართველო გვიყვარს. სასტუმროც კარგია. მოკლედ ძალიან მოგვწონს აქაურობა.

 

2..Aha - სომხეთი 

აქ საქმეზე ვარ ჩამოსული , მაგრამ ქალაქში გასვლა მაინც მოვასწარი. ერთადერთი მაღაზიებით დავრჩი ცოტა უკმაყოფილო. დანარჩენზე რა გითხრათ, სასტუმრო ნამდვილად კარგია, უკან აუცილებლად დავბრუნდები.

 

3.Badar - საუდის არაბეთი

ტურიზმის მიზნით ჩამოვედით და აქაურობა ძალიან მოგვეწონა. სასტუმროს ხუთიდან  ხუთ ვარსკვლავს დავუწერდი. მომსახურე პერსონალი ძალიან ყურადღებიანია, თანაც სულ იღიმიან. მგონი ქართველები ზოგადად ასეთები ხართ, სულ იღიმით. ქალაქს რაც შეეხება, დიდი ქალაქი არ არის, მაგრამ ძალიან ლამაზია. თანაც მოსახერხებელია იმ მხრივ, რომ რაც არ უნდა დაგვჭირდეს, ყველაფერი ახლოს არის. პერსონალიც მუდამ გვეხმარება სხვადასხვა ადგილების მიგნებაში. 

 

4.Anh - აშშ

აქ ჩამოსვლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ბევრი ვიდეო და სტატია მინახავს იმის შესახებ, თუ როგორი ლამაზია აქაურობა. თუმცა ჯერ-ჯერობით ვერაფრის ნახვა ვერ მოვასწარით. ამ სასტუმოში საუზმეს მივირთმევთ. აქაურობა იმიტომ შევარჩიეთ რომ ძალიან კომფორტული გარემოა.

 

5.Ahmed - დუბაი

თბილისში ჩამოსვლა სპონტანური გადაწყვეტილება იყო, ერთ ღამეში გადავწყვიტე. სასტუმროც უცებ ვიპოვე, თუმცაღა ძალიან მომწონს აქაურობა და აქაური სერვისები. ჩემი მოლოდინები გაამართლა. თბილისს რაც შეეხება, სიმართლე გითხრათ ჯერ არ დამითვარიელებია. ძირითდად ქალაქგარეთ დავდივარ ტურებზე. გუდაურში, ბათუმში და ა.შ.