ბრენდნიუსის რეპორტაჟი სასტუმრო აივნიდან

2018.07.03 16:16:07
ბრენდნიუსის რეპორტაჟი სასტუმრო აივნიდან

სასტუმრო აივანი თბილისის ყველაზე პრესტიჟულ ადგილას მდებარეობს.

 

სადაც 1500 წლის წინ თბილისი დააარსდა, სასტუმროს გვერდს ძველთაგანვე ცნობილი, ბუნებრივად ცხელ მინერალურ წყლებზე გაშენებული აბანოები უმშვენებს. სწორედ მისი ისტორიული ფონი ხიბლავს ტურისტებს,პორტალი ბრენდნიუსი დაინტერესდა სასტუმრო აივანის ვიზიტორებით და მათი შთაბეჭდილებებით, როგორც ჩვენს დედაქალაქზე, ასევე სასტუმრო "აივანზე".

 

კითხვები:

  • რატომ გადაწყვიტეთ თბილისში ჩამოსვლა?
  •  როგორ მოგწონთ  სასტუმრო „აივანის“ მომსახურეობა?
  •  დაბინავდებოდით,  თუ  არა  ისევ  ამ  სასტუმროში?
  •  როგორი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენმა დედაქალქმა თქვენზე?

 

 

Khaled almozini - საუდის არაბეთი

თბილისში ოჯახთან ერთად არდადეგებზე გუშინ ჩამოვედი, სამწუხაროდ დათვალიერება ჯერ ვერ მოვასწარით.  ვაპირებთ, ბორჯომსა და ბათუმში წასვლას და როცა დავბრუნდებით აუცილებლად ისევ ამ სასტუმროს ვესტუმრებით. არაჩვეულებრივი მომსახურე პერსონალი და პირობებია, მაქსიმალურად ცდილობენ კომფორტი შეგვიქმნან.

Zvipelman - ისრაელი

საქართველო ულამაზესი ქვეყანაა, ჩვენ მოგვწონს ადგილები, რომლებიც გარშემორტყმულია მთებითა და ბუნებით, დაგეგმილი გვაქვს თბილისის გარეთ გასვლა და დათვალიერება.

სასტუმრო „აივანი“ მაღალი ხარისხის მომსახურებას დებს, პატარა და კომფორტული ოთახებია, რომლებიც საკმარისია ჩვენთვის, ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული ჰაერია აქ. არ შემიძლია არ ვთქვა ხალხის დამოკიდებულებაზე, მეგობრული ურთიერთობა აქვს ყველას ჩვენ მიმართ, ყოველთვის იმას გვაძლევენ, რაც გვჭირდება - ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 

არ ვიცი როდის მოვხვდები კიდევ თბილისში, თუმცა თუ მომიწევს, აუცილებლად ისევ ამ სასტუმროს ავირჩევ.

Aliya Mukazanova - რუსეთი, მოსკოვი

თბილისში,როგორც ტურისტი ისე ჩამოვედი, არდადეგებზე მარტო გადავწყვიტე წამოსვლა და ვცდილობ ჩემს ცხოვრებას თავგადასვლები შევმატო. სასტუმრო „აივანი“ ადგილმდებარეობის მიხედვით ავირჩიე, გასაოცარი ხედია და რაც მთავარია გარშემო ყველა ისეთი ობიექტებია, რაც საკუთარი კომფორტისათვის მჭირდება, მეგობრული პერსონალი და უგემრიელესი საუზმე, თუ კიდევ მომიწევს თბილისში ჩამოსვლა დაფიქრებაც არ მინდა ისევ ამ სასტუმროში მოვალ.

Elshad  Kazimovi - აზერბაიჯანი

თბილისში პატარა ქალიშვილთან ერთად ჩამოვედი, სასტუმრო აივანი ისტორიული მდებარეობის გამო ავირჩიე. ყველაზე მეტად მოგვეწონა მყუდრო კაფეები ღია ცის ქვეშ. იმდენად თბილი გარემოა, გრძნობ რომ სახლში ხარ - ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და ჩემი ქალიშვილისათვის.

Antonio Mjaes - დუბაი

დიდი ხანი მთხოვდა ჩემი მეუღლე არდადეგებზე თბილისში წამოსვლას, ბოლოს როგორც იქნა დავთანხმდი. სასტუმრო „აივანიც“ მისი არჩეულია და მინდა ვთქვა, რომ 100%-ით გაამართლა მოლოდინი, არ მეგონა მსგავსი სტუმართმოყვარე ხალხი თუ იყვნენ თბილისელები. სასტუმროს მომსახურეობაში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ მაქსიმალურად დამსვენებლებზე არიან ორიენტირებულნი. თბილისში ჩამოსვლაზე პირველი სასტუმრო „აივანი“ გამახსენდება.

Rafik - სომხეთი

ჩემი ნათესავები თბილისში ცხოვრობენ, აქ მათ სანახავად ვარ ჩამოსული, თუმცა გადავწყვიტე სასტუმროში დავბინავებულიყავი. ჩემი აზრით სასტუმრო „აივანი“ საუკეთესო არჩევანია, ასეთ დროს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ სისუფთავესა და ჰიგიენას,რაც აქ ყველაზე მნიშვნელოვანია. ვაპირებ, თბილისის და თბილის გარეთ ქალაქების დათვალიერებას.