„m2 უძრავი ქონება“ თელავში სასტუმროს ააშენებს

2018.04.04 12:26:17
„m2 უძრავი ქონება“ თელავში სასტუმროს ააშენებს

„m2 უძრავი ქონება“ მომდევნო ორი წლის განმავლობაში ქალაქ თელავში 130 ნომრიან სასტუმროს ააშენებს.

 

 კომპანია თელავში განავითარებს სივრცეს, რომელიც მიმზიდველი იქნება როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის და ზოგადად, საქართველოს მოქალაქეებისთვის. m2-მა უკვე შეიძინა 8512 კვ.მ ტეროტორია, რომელზეც ამჟამად უფუნქციოდ დარჩენილი, ძველი სასტუმრო „ინტურისტი“ დგას.

 

სასტუმროების ქსელის განვითარება m2-ის სტრატეგიის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა. კომპანიის მიერ გამოცხადებული გეგმის მიხედვით, m2 მომდევნო სამი წლის განმავლობაში სასტუმროს ნომრების 1000-მდე გაზრდას გეგმავს. თელავის სასტუმრო m2-ის პორტფელში რიგით მეხუთე იქნება და ის კახეთის რეგიონში ტურისტების უფრო დიდი რაოდენობის მოზიდვას, ღვინის ტურიზმის განვითარებასა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.