ლუდის სასტუმრო შოტლანდიაში

2018.02.22 13:26:11
ლუდის სასტუმრო შოტლანდიაში

ამის შესახებ Guardian-ი წერს.

 

2019 წელს შოტლანდიაში, აბერდინშირის ოლქში ლუდის სასტუმრო გაიხსნება. 

 

ლუდსახარში BrewDog-ი სასტუმრო DogHouse-ს გახსნას ლუდის მოყვარულებისთვის გეგმავს და ის კომპანიის შტაბბინაში განთავსდება.

 

სასტუმროში 26 ნომერი იქნება. ყველა ოთახში კი წყლის მილი იქნება, საიდანაც წყლის ნაცვლად ლუდის ჩამოსხმა იქნება შესაძლებელი.

 

გარდა ამისა, აბაზანაში მაცივრები დაიდგმება, სადაც BrewDog-ის ყველა სასმელი იქნება მოთავსებული. 

 

კომპანიამ სასტუმროს კონცეფცია ჯერ კიდევ 2009 წელს შეიმუშავა. 9 წლის განმავლობაში მათ 73 000 ინვესტორისგან 53 მილიონი ფუნტი სტერლინგის შეგროვება შეძლეს.