სასტუმრო ახაშენში, რომელიც მზის ენერგიაზე იმუშავებს

2017.10.24 15:59:37
სასტუმრო ახაშენში, რომელიც მზის ენერგიაზე იმუშავებს

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" სოფელ ახაშენში ენერგოეფექტურ სასტუმროს აშენებს.

 

 კომპანიის ხელმძღვნელი ზურაბ ჩხაიძე "საქმის კურსთან" ამბობს, რომ ელექტრონერეგიას მზის ენერგიისგან მიიღებს. 

 

ამასთან, 41- ნომრიანი სასტუმრო ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის, საუბარია როგორც ნომრებზე, ასევე სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე. 

 

სასტუმროს მშენებლობა თითქმის დასრულებულია, ის მომავალ წელს გაიხსნება. ინვესტიციის სახით ადგილზე სრულად 7 მილიონი ლარი ჩაიდება. სასტუმრო "საქართველოს ბანკისა" და DCFTA-ის პროექტის დაფინანსებით ხორციელდება.