ბრენდული სასტუმროები, რომელიც 2019 წლამდე გაიხსნება

2017.10.11 13:24:25
ბრენდული სასტუმროები, რომელიც 2019 წლამდე გაიხსნება

საქართველოს სასტუმროების ბაზარს 2017-2019 წწ. 208 განთავსების ობიექტი დაემატება, 12,007 ოთახითა და 21,648 საწოლი ადგილით. 

 

ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ bm.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წელს თბილისში 11 ბრენდული სასტუმროს გახსნაა დაგეგმილი, ბათუმში 3, გუდაურში, ბაკურიანსა და თელავში კი თითო-თითოსი. 

 

მომდევნო წლებში ყველაზე მეტ ნომრანი სასტუმროს გახსნა ბათუმშია დაგეგმილი. 2018 წელს Twin Tower-ის გახსნის შემდეგ ბათუმს 350 სასტუმრო ოთახი დაემატება. 

 

2018 წელს ორი სასტუმროს გახსნაა დაგეგმილი კურორტზე „გოდერძი“, - კერძოდ კურორტს დაემატება 115-ნომრიანი Ramada Resorts-ის სასტუმრო და Metro Sky Tower-ის 150 ნომრიანი სასტუმრო.