Holiday Inn-ყველაზე მსხვილი სასტუმროების ქსელი თელავში შედის

2017.09.21 13:33:37
Holiday Inn-ყველაზე მსხვილი სასტუმროების ქსელი თელავში შედის

Holiday Inn - პირველი ბრენდული სასტუმრო თელავში.

 

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სასტუმროების ქსელი თელავში შედის. მომავალი წლის ზაფხულში კახეთში კომპანია IHG-ის ერთ-ერთი ბრენდი Holiday Inn გაიხსნება. სასტუმროების ქსელების მფლობელი ყველაზე დიდი კომპანია მთლიანობაში 12 ბრენდის სასტუმროს აერთიანებს, ერთ-ერთი კი Holiday Inn-ია. შედეგად მსოფლიო ბრენდის 744 ათას სასტუმრო ნომერს საქართველოში კიდევ 85 შეემატება. თელავში მდებარე სასტუმრო მესამე Holiday Inn იქნება საქართველოსთვის, კახეთისთვის კი პირველი ბრენდული სასტუმრო. 

 

ობიექტის გახსნა თელავში შპს "სასტუმრო თელავმა" გადაწყვიტა. კომპანია საქართველოში მოქმედი ბიზნესჯგუფის ნაწილია, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. სასტუმრო ბიზნესი კი მათთვის ახალი გამოცდილებაა. შპს "სასტუმრო თელავი" იმავე ბიზნესჯგუფის ნაწილია, რომელშიც შედის "გოლეთიანი" (საქართველოში Nokia-სა და Samsung-ის ოფიციალური წარმომადგენლობა), რესტორნები "კახელები", ასევე რამდენიმე სხვა ტურისტული ბიზნესი.