კონკურსი- იმოგზაურე 3 თვე სრულიად უფასოდ

2018.03.12 14:02:20
კონკურსი- იმოგზაურე 3 თვე სრულიად უფასოდ

ტურისტული კომპანია უფასო სამთვიან მოგზაურობაზე კონკურსს აცხადებს:

 

უამრავი ადამიანი ოცნებობს უფასო მოგზაურობაზე, თუმცა მხოლოდ ოთხი ადამიანი შეძლებს ეს ნატვრა აისრულოს. ტურისტული კომპანია Busabout-ი ეძებს სოციალური მედიის ბლოგერებსა და ვლოგერებს, რომლებსაც ევროპაში მოგზაურობას სრულად დაუფინანსებს. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

 

მოგზაურობა სამთვიანი იქნება და ის 2018 წლის ივნისში დაიწყება და სექტემბერში დასრულდება. მოგზაურმა ბლოგერებმა კი მათი თავგადასავლები ონლაინ უნდა განათავსონ.

 

Busabout-ის მოგზაურთა ჯგუფის წევრი შეირჩევა მისი ნიჭის მიხედვით, რაც სოციალურ ქსელში ფართო აუდიტორიის მოზიდვას გულისხმობს. კონკურსში ჩართვის მსურველებმა უნდა შეარჩიონ მათთვის სასურველი ონლაინ პლატფორმა და ჩაწერონ 60-წამიანი ვიდეო თუ რატომ არის ის "ის ერთადერთი, რომელმაც უნდა იმოგზაუროს".

 

ვიდეო კომპანიის გვერდზე უნდა განათვსოს 2018 წლის აპრილის შუა რიცხვამდე. Busabout-ი შეარჩევს Instagram-ისა და Snapchat-ის პოპულარულ ორ მომხმარებელს, ასევე ბლოგერსა და ვლოგერს.