რა მდგომარეობაა ქართულ რესტორნებში

2017.11.04 10:38:54
რა მდგომარეობაა ქართულ რესტორნებში

სურსათის სააგენტომ თბილისში ინსპექტირებული საწარმოების სია და შედეგები გამოაქვეყნა.

"ანტრე 2008", რესტორანი "ძველი მეტეხი", "ბიზნეს თაიმი", "კოპალა", "თაღლაურა მენეჯმენტ კომპანი", "მაჭახელა-სამიკიტნო", "თამადა - ეს იმ დაწესებულებების მცირე ჩამონათვალია, რომელშიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ არაკრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას "სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" (momxmarebeli.ge) ავრცელებს. "სურსათის სააგენტომ თბილისში ინსპექტირებული საწარმოების სია გამოგვიგზავნა, სადაც არაკრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა, ან საერთოდ არ დაფიქსირდა შეუსაბამობები. შეგიძლიათ ნახოთ იმ საწარმოების (იგულისხმება მაღაზიები, კვების ობიექტები და სურსათის მწარმოებლები) შემოწმების შედეგები, რომელთა პროდუქციის მომხმარებლებიც ხართ. ნიშანდობლივია, რომ, ისევე, როგორც რეგიონებში განხორციელებული ინსპექტირებების შედეგად, თბილისშიც, უმრავლეს შემთხვევებში, შეუსაბამობებია გამოვლენილი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენს ბიზნესსექტორს ჯერ კიდევ დიდი სამუშაო აქვს გასაწევი სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს რომ შეესაბამებოდეს," - ნათქვამია ცენტრის ინფორმაციაში. არაკრიტიკულია შეუსაბამობა, რომელიც არ უქმნის საფრთხეს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და მისი აღმოფხვრა შესაძლებელია საწარმოო პროცესის შეჩერების გარეშე.