თბილისის ბარებში ყავა და ჩაი ორი დღე უფასო იქნება

2017.03.14 13:21:20
თბილისის ბარებში ყავა და ჩაი ორი დღე უფასო  იქნება

20-21 მარტს, მსოფლიო პოეზიის დღეს, თბილისის კაფეების ნაწილში ყავას და ჩაის ერთი ლექსის ფასად მიირთმევთ.

Julius meinl-ი ყავის და ჩაის მოყვარულებს შთამბეჭდავ გლობალურ აქციას უმზადებს ,,გადაიხადე ლექსით’’. სტუმრებს, ეძლევა საშუალება ეწვიონ იულიუს მაინლის მონაწილე ობიექტებს და მიირთვან ყავა და ჩაი მხოლოდ ლექსის საფასურად.

აქციის პირობა მდგომარეობს შემდეგში: სტუმრები უკვეთავენ იულიუს მაინლის ყავა ან ჩაის; წერენ ბრენდირებულ ფურცელზე ლექსს ( ექსპრომტს, ან ცნობილს), თქვენი ყავისა და ჩაის საფასური – ეს ლექსი იქნება.

აქცია შემდეგ კაფეებზე ვრცელდება :

Tiffani Bar Tbilisi- მტკვრის მარჯვენა სანაპირო და ბროსეს ქუჩის კვეთა T

erasa- ტაბიძის 3/5

Cafe “Funicular”-დანიელ ჭონქაძის ქუჩა 22

café ,,tiflis brunch”- კოტე აფხაზის ქუჩა 44

café ,,accent”-ძმები ზდანევიჩების 42

café-bar ,,bar 26″-აღმაშენებლის გამზ. 26

cafe ,,Barbarestan”-აღმაშენებლის გამზ.132 rest.

,,Guinness”-კოსტავას ქუჩა 37/39

Julius Meinl coffee corner- პეკინის ქუჩა 34.