რომის ცნობილი ფანტანიდან 1,4 მილიონი ევრო ამოიღეს

2017.04.18 12:38:45
რომის ცნობილი ფანტანიდან 1,4 მილიონი ევრო ამოიღეს

 რომის ყველაზე ცნობილი შადრევანი, ტრევი, ტურისტების საყვარელი ადგილია და ასევე ტრადიციაა, ფანტანის აუზში ფულის მონეტების გადაყრა. ფანტანი, რომელის 2015 წელს განახლებული იერსახით გაიხსნა, ყველაზე შემოსავლიანი ტურისტული ადგილიც ყოფილა. სააღდგომოდ ფანტანი დაასუფთავეს და აღმოჩნდა, რომ ერთი წლის განმავლობაში ტურისტების მიერ გადაყრილი მონეტების ჯამი 1,4 მილიონი ევროა. მაშინ როცა რომის ეროვნული მუზეუმის ყოველწლიური შემოსავალი მხოლოდ 1.1 მილიონი ევროა.

ქვეყნის მთავრობა თანხის ნაწილს კათოლიკურ ფონდ Caritas-ს გადაურიცხავს, დანარჩენი ფული სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის უფასო სუპერმარკეტის აშენებასა და მათხოვართა თავშესაფრებს მოხმარდება. გავრცელებული ლეგენდის თანახმად, თუ შადრევანში მონეტას ჩააგდებ, რომში კვლავ დაბრუნდები. 2 მონეტის ჩაგდება სასიყვარულო შეხვედრის მომასწავებელია, 3 – ქორწილის, 4 – გამდიდრების, ხოლო 5 – განშორების. ფულის გარდა ფანტანის აუზში სხვადასხვა ნივთები, მედალიონები, ბოქლომები, ხატები და კბილის პროთეზებიც კი ამოაქვთ ხოლმე.