იუნესკომ ქართული ჭიდაობა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა

2018.11.30 12:25:33
იუნესკომ ქართული ჭიდაობა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა

გადაწყვეტილება იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის მთავრობათაშორისმა კომიტეტმა მავრიკიის ქალაქ პორტლუისში დღეს 29 ნოემბერს გამართულ მე-13 სესიაზე მიიღო.

 

 

ნომინაცია ხელს უწყობს საქართველოში კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებას, საზოგადოებაში ქართული ჭიდაობის პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე.

 

 

მადლობა საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ გელა ბერუაშვილს, რომლის ინიციატივით და დიდი ძალისხმევით დაიწყო ამ საკითხის დღის წესრიგში დადგომა, აგრეთვე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, ბატონი ნიკა ანთიძის ხელმძღვანელობით.