ქედაში ანტიკური პერიოდის ძეგლები აღმოაჩინეს

2018.11.30 12:15:15
ქედაში ანტიკური პერიოდის ძეგლები აღმოაჩინეს

ქედაში ანტიკური პერიოდის ძეგლები აღმოაჩინეს. კერძოდ, სოფელ კოლოტაურის ჯვარქედის უბანში კომპლექსს მიაგენს, სადაც სამი პერიოდის ძეგლია: გამოქვაბული 8 - 10 000 წლის წინანდელი, სათვალთვალო კოშკი XI - XIII საუკუნეების და ხანგძლივი პერიოდის ანტიკური ნამოსახლარი ძვ.წ V ს-დან ახ.წ V ს-მდე. ინფორმაციას ქედის მერია ავრცელებს.

 

„ტერიტორიაზე გვხვდება მთლიანად დაცული საკულტო დანიშნულების ფიალა, რომელიც იშვიათია ჩვენს კუთხეში. სულ სამი ეგზემპლარია აღმოჩენილი და სამივე ქედის მუნიციპალიტეტში. არქეოლოგების განცხადებით, ძეგლი მეტად საინტერესოა, იკვეთება ხანგძლივი პერიოდის ნამოსახლვარი. საბოლოო დასკვნები დაიდება სრული შესწავლის შემდეგ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

აჭარის არქეოლოგიური მუზეუმი და ქედის ისტორიული მუზეუმი ერთობლივი ექსპედიციის 8- დღიანი სამუშაოების შედეგად მივიდნენ იმ კულტურულ ფენამდე, სადაც აღმოჩენილი და წამოღებული მასალები თარიღდება ანტიკური პერიოდით.