ევროპა ნოსტრას ვიზიტი დავით გარეჯში

2018.11.12 13:30:26
ევროპა ნოსტრას ვიზიტი დავით გარეჯში

დავით გარეჯის საკონსერვაციო მეთოდოლოგიასა და მართვის სამოქმედო გეგმას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ევროპა ნოსტრას, ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტისა და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ექსპერტებთან ერთად შეიმუშავებს. 

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მდგომარეობის საფუძვლიან შეფასებას და მისი გადარჩენის სამომავლო სტრატეგიის შემუშავებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ევროპის დარგობრივ და ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად იწყებს. ეროვნული კატეგორიის სტატუსის მქონე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გასაჯანაღებლად ქართველ სპეციალისტებთან ერთად ევროპა ნოსტრას და ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტის ექსპერტებიც ჩაერთვებიან.

. დავით გარეჯი, როგორც გამორჩეული მნიშვნელობისა და კულტურული ღირებულების ძეგლი ევროპული ორგანიზაციების მიერ მის წინაშე მდგარი დაზიანებების გარდაუვალი საფრთხის საფუძველზე შეირჩა. ძეგლის შერჩევის პროცესში მნიშვნელოვან კრიტერიუმად იყო მიჩნეული ადგილობრივი თემების, საჯარო და კერძო დაინტერესებული სუბიექტების ჩართულობა. შერჩევის კიდევ ერთი ასპექტს წარმოადგენდა ადგილობრივი გარემოს მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კატალიზატორად გადაქცევის პოტენციალი. * დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის ერთ-ერთი ღირშესანიშნავი ძეგლია. იგი მდებარეობს ივრის ზეგანზე, ნახევარუდაბნოში და ოცზე მეტი კლდეში ნაკვეთი მონასტრისა და რამოდენიმე ასეული სენაკისაგან შედგება. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი.