აფხაზეთში მიტოვებული შენობები ბრიტანელი ფოტოგრაფის ობიექტივში მოხვდა (ფოტოები)

2018.09.14 13:32:11

ბრიტანელმა ფოტოგრაფმა ჯეიმს კერვინმა, რომელიც უკანასკნელი რამდენიმე წელია ძველ მიტოვებულ შენობებს იღებს, აფხაზეთში იმოგზაურა. 

 

"საქართველო ჩემს სამოგზაურო სიაში რამდენიმე წლის განმავლობაში იყო და ველოდი შესაფერის შესაძლებლობას, რომ დავმჯდარიყავი და მოგზაურობა დამეგეგმა"- ამბობს ფოტოგრაფი.

 

საქართველოში ზამთრის პერიოდში ჩამოვიდა და ტურისტული ღირსშესანიშნაობების ძიებაში ქვეყნის ნაწილიც კი მოიარა. მოგზაურობის უკანასკნელი

 

"უკვე აფხაზეთში დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად რამდენიმე პატარა სოფელი გავიარეთ. გზად ჩუმად ვიყავი. ფანჯრიდან ვიყურებოდი და ვცდილობდი გარემო კარგად აღმექვა. საწარმოებისა და საწყობების ყოფილ შენობებსა და მანქანებს ჩავუარეთ, რომლებიც ერწყმოდა მშვენიერ მთებსა და მწავანე ბუნებას."- ამბობს ფოტოგრაფი და აქვე ამატებს, რომ გადაღების მომენტში ის ხშირად იხსენებდა აფხაზეთის კონკრეტულ ადგილებთან დაკავშირებულ ისტორიას. 

 

"ყოველი მოსახვევი და ყოველი კუთხა მოულოდნელობებით იყო სავსე და ეს დე-ფაქტო სახელმწიფო ძალიან ფოტოგენურად გამოიყურებოდა"- ამბობს ჯეიმს კერვინი. 

 

გთავაზობთ მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში გადაღებულ ფოტოებს.