ავიაკომპანია "ეარ ფრანსი" (Air France) პარიზი - თბილისი - პარიზის მიმართულებით იფრენს

2019.02.27 11:39:34
ავიაკომპანია "ეარ ფრანსი" (Air France) პარიზი - თბილისი - პარიზის მიმართულებით იფრენს

პარიზი - თბილისი - პარიზის მიმართულებით ავიაკომპანია „ეარ ფრანსს“​ (Air France) ფრენის უფლება მიენიჭა. ავიაკომპანია საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას 31 მარტიდან იწყებს.

ფრენები პარიზი-თბილისი-პარიზის საჰაერო ხაზზე 2019 წლის 23 ოქტომბრამდე კვირაში ორი სიხშირით, შემდეგი განრიგით განხორციელდება: ჩამოფრენა კვირას და ოთხშაბათს, გაფრენა – ორშაბათსა და ხუთშაბათს. რეისები „ეარბას“ ა320 და ა321 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

წინასწარი ინფორმაციით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა თბილისსა და პარიზს შორის კვირაში ოთხი სიხშირით შესრულდება („საქართველოს ავიახაზები“ წინასწარი ინფორმაციით – ორი სიხშირე; „ეარ ფრანსი“ – ორი სიხშირე).

„ეარ ფრანსი“ ავიაკომპანიების გლობალური ალიანსის „სკაი თიმის“ (Sky Team) დამფუძნებელი წევრია.

2018 წლის მონაცემებით, „ეარ ფრანს ქეი-ელ-ემ ჯგუფის“ (Air France–KLM) შვილობილი ავიაგადამზიდველი მსოფლიოს 92 ქვეყნის 195 მიმართულებით ოპერირებს.

 

 

წყარო - 1TV.ge