ტურისტებისათვის ყველზე ძვირი ქალაქების ათეული

2017.02.28 09:51:24

მსოფლიო ტურისტებში პოპულარულმა ვეგ-გვერდმა Hoppa-მ ტურიტებისთვის მსოფლიოში ყველაზე ძვირი ადგილების რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგის შედგენისას გათვალისწინებული იქნა სასტუმროს, ტაქსით მგზავრობის, კვების და სხვა ხარჯები. რეიტინგის სათავეში ციურიხი მოხდა, სადაც ტურისტებისთვის დასვენება ყველაზე ძვირია.

მაგალითისათვის ერთი ღამე სასტუმროში საშუალოდ -$212.53 დოლარი დაგიჯდებათ, სადილი ორ პერსონაზე $100.00 ფინჯანი ყავა კი $5.89 ციურიხი მიეკუთვნება გლობალურ ქალაქებს. ციურიხი არის შვეიცარიის უმსხვილესი ფინანსური ცენტრი, სადაც მდებარეობს ბანკების და სადაზღვევო კომპანიების ცენტრალური ოფისები, შვეიცარიის საფონდო ბირჟა. ქალაქი დაფუძნდა რომის იმპერიის დროს - ის იყო კელტების დასახლებული პუნქტი ტურიკუმი. დღევანდელი სახელით პირველად მოიხსენიება 929 წელს. მე-16 საუკუნეში შევიდა შვეიცარიის შემადგენლობაში, მე 19 საუკუნის მე-2 ნახევარში გახდა ქვეყნის ფინანსური ცენტრი. ტურისტებისათვის 10 ყველაზე ძვირი ქალაქის რეიტინგი ასე გამოიყურება: 1. ციურიხი, შვეიცარია 2. ნიუ-იორკი, აშშ 3. კოპენჰაგები, დანია 4. ოსლო, ნორვეგია 5. სტოკჰოლმი, შვედეთი 6. ვენეცია, იტალია 7. ამსტერდამი, ჰოლანდია 8. ჰონოლულუ, ჰავაი 9. რომი, იტალია 10. კარაკასი, ვენესუელა