რომელ ქვეყნებში მოგზაურობენ ქართველი ტურისტები ყველაზე ხშირად

2019.11.25 13:18:46
რომელ ქვეყნებში მოგზაურობენ ქართველი ტურისტები ყველაზე ხშირად

 საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და აზერბაიჯანში.

2019 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და აზერბაიჯანში, შესაბამისად, 350.5 ათასი და 122.2 ათასი ვიზიტი. ამის შესახებ ინფორმაციას, „საქსტატი“ აქვეყნებს.

საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების  1.0 მილიონი გასვლა საზღვარგარეთ, რომლის უდიდესი ნაწილი, 43.4 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 699.4 ათასი შეადგინა.

2019 წლის III კვარტალში საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების რაოდენობამ 526.6 ათასი შეადგინა. საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 417.7 ათასი ტურისტული და 281.8 ათასი ექსკურსიული ტიპის ვიზიტი.

 

ვიზიტორების უმრავლესობა, 43.7 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 47.0 პროცენტს შეადგენდა.

 

წყარო: https://commersant.ge/