2020 წელს მოგზაურებისთვის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნები დასახელდა

2019.11.23 13:34:29
2020 წელს მოგზაურებისთვის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნები დასახელდა

საერთაშორისო კომპანიამ SOS, რომელიც სამოგზაურო დაზღვევის სფეროში მუშაობს, ტურისტებისთვის 2020 წელს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნები დაასახელა. ამის შესახებ CNN-ი წერს

გამოცემის ინფორმაციით, კომპანია ყოველწლიურ რეიტინგს სამედიცინო მომსახურეობის ხარისხსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების საფუძველზე ადგენს. ამ მონაცემების საფუძველზე სპეციალისტებმა რუკა შექმნეს, რომელზეც ქვეყნები 5 კატეგორიად დაყვეს: უმნიშვნელო რისკის მქონე, დაბალი რისკის მქონე, საშუალო რისკი მქონე, მაღალი რისკის მქონე და ექსტრემალური რისკის მქონე. 

2020 წლის პროგნოზით, ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყნები დანია, ფინეთი, გრენლანდია, ისლანდია, ნორვეგია, სლოვენია, ლუქსემბურგი და შვეიცარია იქნება. ყველაზე სახიფათო სახელმწიფოებად კი ავღანეთის, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, სომალი და სირია დასახელდნენ. 

რეიტინგში საქართველოც მოხვდა. SOS-ის სპეციალისტებმა ის დაბალი რისკის მქონე სახელმწიფოთა კატეგორიაში მოათავსეს. 

 

წყარო: https://imedinews.ge/ge/