მსოფლიოს რომელ ქალაქებს სტუმრობს ყველაზე მეტი ტურისტი

2019.11.19 12:51:14

კომპანია “MasterCard” ყოველწლიურად აწარმოებს კვლევას (Global Destinations Cities Index), თუ რომელ ქალაქებს სტუმრობს ყველაზე მეტი უცხოუელი ტურისტი. კვლევა 162 ქალაქს მოიცავს. 2018 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი, 22.78 მილიონი ტურისტი ტაილანდის დედაქალაქს, ბანგკოკს ესტუმრა. მეორე ადგილზეა საფრანგეთის დედაქალაქი - პარიზი 19.10 მილიონი ტურისტით. მესამეზე კი ლონდონია 19.09 მილიონი ტურისტით.

დიდ ქალაქებს შორის, 2018 წელს ტურისტების რაოდენობა ყველაზე მეტად (10%-ით) იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გაიზარდა. ზოგადად, აზიაში ტურიზმის სწრაფად ზრდის გამოკვეთილი ტენდენციაა. ტურისტების რაოდენობის მხრივ 10 ყველაზე სწრაფად მზარდ ქალაქს შორის 8 აზიური ქალაქია.

ყველაზე მეტი თანხა კი 2018 წელს ტურისტებმა დუბაიში დახარჯეს - 30.1 მილიარდი დოლარი. მეორე ადგილზე ქალაქი მექაა (საუდის არაბეთი) 20 მილიარდი დოლარით.

ცხრილი: ტოპ-10 ქალაქი, რომლებსაც 2018 წელს ყველაზე მეტი ტურისტი სტუმრობდა, მლნ ტურისტი

წყარო : http://forbes.ge/news/7352/msoflios-romel-qalaqebs-stumrobs-yvelaze-meti-turisti