139-ე საჯარო სკოლის დირექტორს მშობლები და გათავისუფლებული პედაგოგები უპირისპირდებიან

2018.04.20 12:02:19
139-ე საჯარო სკოლის დირექტორს მშობლები და გათავისუფლებული პედაგოგები უპირისპირდებიან

თბილისის 139-ე საჯარო სკოლის დირექტორს მასწავლებელთა და მშობელთა ნაწილი ღიად უპირისპირდება.

ისინი დღეს სკოლის შესასვლელთან შეიკრიბნენ და დირექტორის გადადგომა მოითხოვეს. პედაგოგეგები განსხვავებული აზრის გამო, დირექტორ ნათია ფხალაძის მიერ დისკრიმინაციაზე საუბრობენ.

„ქალბატონ ნათიასგან რამოდენიმე პედაგოგი გამოვირჩევით იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს განსხვავებული აზრი, ვამხილეთ ის გარკვეულ გადაცდომებში. 7 თვეა ეს საკითხი განათლების სამინისტროში იხილება. მას დაუდასტურდა ყველა გადაცდომა, რაშიც ჩვენ ვამხილეთ. ამის გამო ქალბატონმა ნათიამ დაიწყო ჩვენი დისკრიმინაცია. მოვითხოვ სახალხო დამცველი ჩაერთოს ამ პროცესებში, რადგან ჩვენი დისკრიმინაცია ხდება განსხვავებული აზრის გამო“,-აღნიშნა 139-ე სკოლის გათავისუფლებულმა პედაგოგმა ლელა მაზმიშვილმა.

აღნიშნული ფაქტის გამო, 139-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი არ შეჩერებულა.