ავტოკატასტროფა თბილისში- დაღუპულია 5 ადამიანი!

2017.12.31 13:06:04
ავტოკატასტროფა თბილისში- დაღუპულია 5 ადამიანი!

თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.

 

ერთმანეთს რუსეთიდან ერევანში მიმავალი ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა ცნობილია, რომ გარდაცვლილები საქართველოს მოქალაქეები არიან.

 

დაღუპულები არიან მსუბუქ ავტომანქანაში მსხდომი მგზავრები და მძღოლი.

 

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი.