თბილისში დაკარგული 12 წლის ბავშვი იპოვეს

2017.10.22 13:13:49
თბილისში დაკარგული 12 წლის ბავშვი იპოვეს

თბილისში დაკარგული 12 წლის ქეთევან ქურდოვანიძე ნაპოვნია.

ამის შესახებ ოჯახის წევრები იუწყებიან. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. ბავშვი 20 ოქტომბერს, საღამოს 19:00 საათისთვის სავარაუდოდ, უიარაღოს ქუჩიდან გადასასვლელი ხიდის მიმართულებით გავიდა სახლიდან და ამ დრომდე იძებნებოდა.