ნანუკა ჟორჟოლიანი პატრიარქის ნათლულებზე გამოცემული წიგნის შესახებ წერს

2017.10.14 00:18:25
ნანუკა ჟორჟოლიანი პატრიარქის ნათლულებზე გამოცემული წიგნის შესახებ წერს

წიგნის ფასი 100 ლარია და გავრცელებული ინფორმაციით მისგან შემოსული თანხა საპატრიარქოს ეკუთვნის.

"იცით მე არ ვერიდები საპატრიარქოს კრიტიკას, მაგრამ ეს ამბავი ცოტა სხვაგვარადაა. ეს წიგნი გამოსცა კერძო პირმა. შესაბამისად გაყიდული წიგნებიდან შესული თანხა სრულად მისია. საპატრიარქოს ორი სახის მონაწილეობა აქვს მიღებული ამ ამბავში. 1. კურთხევა და 2. საეკლესიო მაღაზიაში თარო დაუთმო წიგნს. ამიტომ, ვერ ვიტყვით რომ ეს საპატრიარქოს ბიზნესია. ისედაც ბევრი აქვთ, დაბრალება აღარაა საჭირო", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი. ახალი წიგნი-ალბომი სახელწოდებით "პატრიარქის ნათლულები", რომელიც პატრიარქის ნათლულებისთვისაა განკუთვნილი,100 ლარი ღირს. პატრიარქის ნათლულთა რაოდენობა ამ ეტაპზე 28 ათასს აღწევს. პატრიარქის საყოველთაო ნათლობის ორგანიზატორის ლელა ჩუბინიძის განცხადებით, წიგნის გამოცემასთან მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს კავშირი არ აქვს და ეს მთლიანად კონკრეტული იურიდიული პირის ინიციატივაა.