დღეს, თბილისში გოლფის საერთაშორისო ტურნირი “ტეისტ ენდ ფლეი” გაიხსნება

2019.10.17 12:31:08
დღეს, თბილისში გოლფის საერთაშორისო ტურნირი “ტეისტ ენდ ფლეი” გაიხსნება

17 ოქტომბერს, თბილისში გოლფის საერთაშორისო ტურნირი “ტეისტ ენდ ფლეი” (Taste & Play) საზეიმოდ ფუნიკულიორზე, გალერია „არტ ტენტში“  გაიხსნება.

 

საორგანიზაციო კომიტეტის მზადყოფნაზე და ტურნირის დეტალებზე პირველ არხს „ტეისტ გოლფის“-ის პრეზიდენტი ზურაბ ბოქოლიშვილი გაესაუბრა:

 

„აბსოლუტურად ყველა დეტალი, რომელიც ასეთი დონის მსხვილი ტურნირებისთვის არის საჭირო, გათვალისწინებულია – განთავსება, ლოჯისტიკა, გახსნის და დახურვის საღამოები, პრიზები და საჩუქრები, ყველაფერი უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად გაკეთდა. ძალიან ნაყოფიერად იმუშავა საორგანიზაციო კომიტეტმა, რომელიც საქართველოს გოლფის ფედერაციის, საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციისა და „კაიზენის“ (PKF Kaizen)-ის წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული, ასე რომ ტურნირის მონაწილეებს და სტუმრებს დაუვიწყარ დღეებს ვპირდებით. საქართველოს ექვსი ქვეყნის 45 სპორტსმენი ეწვევა. ჩვენ გადავწყვიტეთ, შევჩერებულიყავით ამ ციფრზე, რათა გოლფ კლუბ „თბილისი ჰილსში“ მაქსიმალური სათამაშო კომფორტი იყოს“, – განაცხადა ბოქოლიშვილმა.

 

 

 

წყარო: 1tv