დღეს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

2019.10.16 12:16:43
დღეს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

კომპანია თელასის ცნობით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 16 ოქტომბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

ვაკის რაიონი

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის მაცხოვრებლებს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 15 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და სტუდქალაქის ტერიტორიის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დები იშხნელების, იოსებიძის და შარტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის და 26 მაისის მოედნის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ენუქიძის, ქიზიყის და სამგორის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, სამასი არაგველის, არბოშიკის, ორთაჭალჰესის, შავსოფლის, იალბუზის, ბოდბის, ლუსინიანის, ბოჭორმის და გლახო ზახაროვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის „ა“ მოკრორაიონის, ქერჩის და ხევძმარის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, გვაზაურის და ზიგზაგის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თხინვალის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, მთაწმინდის, ვეძინის, რიწის, ყიფიანის, ცხემის, მესხის, ძმები ზუბალაშვილების, არსენას, ზაალ ქიქოძის და ასათიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

 

 

წყარო:newposts