თბილისში მამაკაცმა საკუთარი ნათლული მოკლა

2019.10.09 14:40:08
თბილისში მამაკაცმა საკუთარი ნათლული მოკლა

თბილისში, ორხევის დასახლებაში, მუხაძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა.

 

არსებული ინფორმაციით, ხანში შესულმა მამაკაცმა საკუთარი ნათლული მოკლა.

 

გავრცელებული ინფორმაციით მკვლელობა წარსულში არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება.

 

როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, გ. მუხაძის ქუჩაზე, ნათლულს - 1977 წელს დაბადებულ კ.გ.-ს, წარსულში დაწყებული კონფლიქტის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. კ.გ. ადგილზე გარდაიცვალა.

 

პოლიციამ ლ.ლ. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი - პისტოლეტი ამოღებულია ნივთმტკიცებად. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.

 

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

 

 

წყარო: primetime