რომელ მარშრუტებზე დაინიშნება ახალი ავტობუსები

2019.10.09 12:51:55
რომელ მარშრუტებზე დაინიშნება ახალი ავტობუსები

თბილისში ახალი ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი, დიზელის ძრავზე მომუშავე euro 6 ემისიის სტანდარტის ავტობუსები შემოვიდა.

ახალი ავტობუსებით, ძველი ავტობუსების შეცვლა უახლოეს დღეებში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება. მარშრუტები, რომლებზეც ISUZU-ს მარკის 36 ერთეული ავტობუსი გადანაწილდება უკვე ცნობილია. 

 

პირველად, 12 ძველი "ბოგდანი" N34 წყნეთი - სადგურის მოედნის მარშრუტზე ჩანაცვლდება.

 

რამდენიმე დღის ინტერვალით კი ახალი ავტობუსები შემდეგ მარშრუტებზე გავლენ: N28 - სვანეთის უბანი - მარჯანიშვილის მოედანი - 4 ერთეული; N42 - იყალთოს გორა - ბარათაშვილის ქუჩა - 4 ერთეული; N56 - ორხევი - მეტროსადგური "ისანი" – 5 ერთეული; N66 - სადგურის მოედანი - შატბერაშვილის ქუჩა (ზემო ვაკე) – 3 ერთეული; N78 - სადგურის მოედანი - ჯაფარიძის ქუჩა (ზემო ვერა) - 4 ერთეული; N108 - სოფ. გლდანი - მეტროსადგური "ახმეტელის თეატრი" – 4 ერთეული.

 

 

კახა კალაძემ, დედაქალაქის მერმა ავტობუსები ევროპის მოედანზე წარადგინა.

 

 

პრეზენტაციას ესწრებოდნენ  თბილისის სატრანსპორტო კომპანიის, "ჯი-თი გრუპ"-ისა და ISUZU-ს მწარმოებელი თურქული კომპანია Anadolu Group-ის წარმომადგენლებიც

 

ამ ეტაპისთვის დედაქალაქში შემოსულია 60 ერთეული ავტობუსი, ხოლო დანარჩენი, ეტაპობრივად, წლის ბოლომდე შემოვა. პროექტის მთლიანი ღირებულება 64 790 000 ლარს შეადგენს.

 

220 ერთეული ISUZU-ს მარკის ავტობუსი, რომელიც 53 მგზავრზეა გათვლილი, აქვს 21 დასაჯდომი ადგილი და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, მუნიციპალური ავტოპარკის განახლების მიზნით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ შეისყიდა.

 

ავტობუსში განთავსებულია, როგორც თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის საინფორმაციო ხმოვანი სისტემები, ასევე 

wifi მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის wifi-ს სიგნალით დაფარვას, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობით.  ავტობუსის სალონში დამონტაჟებულია usb-დამტენები და ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა.

 

 

 

წყარო:პია