ეროვნულ მუზეუმში ანტიკური რომის მოზაიკის გამოფენა გაიმართება

2019.10.09 11:50:52
ეროვნულ მუზეუმში ანტიკური რომის მოზაიკის გამოფენა გაიმართება

10 ოქტომბრიდან, გამოფენა გაიმართება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში- ,, ანტიკური რომის ფერები“. ეროვნული მუზეუმის ცნობით, გამოფენაზე კაპიტოლიუმის მუზეუმებიდან შთამბეჭდავი მოზაიკა იქნება წარმოდგენილი.

 

ექსპოზიცია ხორციელდება Roma Capitale-ს (იტალიის დედაქალაქის მუნიციპალური ტერიტორიის) კაპიტოლიუმის კულტურული მემკვიდრეობის ზედამხედველობის დეპარტამენტისა და კულტურის განვითარების ხელშეწყობის სამსახურის საქმიანობის ფარგლებში. რომლის მიზანიც არის კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციას.

 

გამოფენის ნახვა 10 დეკემბრის ჩათვლით შეეძლებათ, ქართველ დამთვალიერებლებს სიმონ ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმში.