თბილისს კიდევ 60 ახალი ავტობუსი მოემსახურება

2019.10.09 11:37:42
თბილისს კიდევ 60 ახალი ავტობუსი მოემსახურება

თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროპის მოედანზე ISUZU-ს მარკის 60 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსი წარადგინა. მერიამ სულ 220 ერთეული ახალი ავტობუსი იყიდა, რომელთაგან 160-ს კომპანია თბილისს 2019 წლის ბოლომდე მიაწვდის. 

 

დღეს თბილისს 650 ავტობუსი ემსახურება, საიდანაც 145 ლურჯი MAN-ის ავტობუსია, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტმა ჯერ კიდევ წინა მერის მენეჯმენტის პირობებში შეიძინა.

 

კახა კალაძემ კომპანია ISUZU-ს წარმომადგენლებს ავტობუსების დროულად მოწოდებისთვის მადლობა გადაუხადა. 

 

 

 

წყარო: იმედინიუსი