"ეს გა­მო­იწ­ვევს ტაქ­სის გაძ­ვი­რე­ბას და ეს ნორ­მა­ლუ­რია"- კახა კალაძე

2019.10.08 14:13:35
"ეს გა­მო­იწ­ვევს ტაქ­სის გაძ­ვი­რე­ბას და ეს ნორ­მა­ლუ­რია"- კახა კალაძე

პი­რო­ბას გაძ­ლევთ, რომ თბი­ლი­სი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის თვალ­საზ­რი­სით, ევ­რო­პულ ქა­ლა­ქებ­ში ერთ-ერთი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქა­ლა­ქი იქ­ნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს ტაქ­სე­ბის რე­ფორ­მა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნუ­ცხა­და.

 

კა­ლა­ძის თქმით, მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მა არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი.

 

„ჩვენ ორი წლის წინ წარ­მო­ვად­გი­ნეთ ჩვე­ნი სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ტი­კა და ხედ­ვა, თუ რა უნდა გა­კეთ­დეს. ტაქ­სე­ბი ამ რე­ფორ­მა­ში არის ერთ-ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბა, ასე­ვე, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მო­წეს­რი­გე­ბა - ავ­ტო­ბუ­სი, მეტ­რო, ტაქ­სე­ბი. ქა­ლაქ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბა იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე სწრა­ფი და კომ­ფორ­ტუ­ლი. თუ არის რიგი შემ­თხვე­ვე­ბი ტაქ­სე­ბით მგზავ­რო­ბის გა­და­მე­ტე­ბუ­ლი ფა­სე­ბის, ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი და­რე­გუ­ლირ­დეს. ტაქსს ჰყავს თა­ვი­სი კლი­ენ­ტი, შე­სა­ბა­მი­სად, რო­დე­საც ქა­ლაქ­ში და­წყე­ბუ­ლია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის ამ­ხე­ლა რე­ფორ­მა, ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი და ამო­ცა­ნა არის არ­სე­ბუ­ლი ყვი­თე­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბა, რომ­ლე­ბიც არის კა­ტას­ტრო­ფულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში.

 

მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამ პრო­ცე­სის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნის შემ­დეგ, გა­იზ­რდე­ბა მო­თხოვ­ნა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორტზე. პა­რა­ლე­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს ტაქ­სე­ბის რე­ფორ­მა და მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა, სერ­ვი­სი იყოს კომ­ფორ­ტუ­ლი, მგზავ­რმა იმ­გზავ­როს სუფ­თა მან­ქა­ნით. რაც მთა­ვა­რია, ავ­ტო­მო­ბი­ლი იყოს უსაფრ­თხო და რა თქმა უნდა, სა­ბო­ლოო ჯამ­ში ეს გა­მო­იწ­ვევს ტაქ­სის გაძ­ვი­რე­ბას და ეს ნორ­მა­ლუ­რია. თუ ვინ­მეს­თვის იქ­ნე­ბა პრობ­ლე­მა, იქ­ნე­ბა ახა­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბი, რი­თაც შე­ეძ­ლე­ბათ გა­და­ად­გი­ლე­ბა, იქ­ნე­ბა მეტ­რო, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სად­გუ­რე­ბით და რე­ა­ბი­ლი­ტუ­რე­ბუ­ლი ვა­გო­ნე­ბით”,- გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

 

 

წყარო: ambebi