თბილისობასთან დაკავშირებით ავტობუსების მარშრუტები იცვლება

2019.10.04 12:28:34
თბილისობასთან დაკავშირებით ავტობუსების მარშრუტები იცვლება

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, „თბილისობასთან“ დაკავშირებით, 5 და 6 ოქტომბერს, ევროპის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

 

„ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი ავტობუსები – N31, N44, N80 და N102 ევროპის მოედნის ნაცვლად, კოტე აფხაზის ქუჩას გაივლიან“, – აცხადებენ მერიაში.