რა ვითარებაა თერგის ბაზრობაზე ხანძრის შემდეგ

2019.10.02 13:29:56
რა ვითარებაა თერგის ბაზრობაზე ხანძრის შემდეგ

ბაზრობა „თერგის“ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. დამწვარია დაახლოებით 200-დან 250 კვ.მ ფართობი. პირველადი ინფორმაციით, ხანძარი შერეული საქონლის საწყობს გაუჩნდა. ამ ეტაპზე ადგილზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

 

ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 80-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

 

 

იხილეთ ფოტოები:https://www.interpressnews.ge/ka/article/566324-bazroba-tergis-teritoriaze-xanzari-lokalizebulia