თბილისში, თერგის ბაზრობაზე ხანძარია

2019.10.02 12:03:39
თბილისში, თერგის ბაზრობაზე ხანძარია

თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. თერგის ბაზრობაზე ხანძარია. ადგილზე 80-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს. თვითმხილველების თქმით, ცეცხლი პიროტექნიკის საწყობში გაჩნდა. ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, მან აფეთქების ხმა გაიგო. 

 

საგანგებო სიტუაციების სამსახურის პირველადი ინფორმაციით კი, ხანძარი სათამაშოების მაღაზიებში გაჩნდა. „შეინიშნება ღია ცეცხლი და ძლიერი დაკვამლიანება. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. უსაფრთხოების მიზნით, მიღებულია ყველა საჭირო ზომა, ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია და პერიმეტრს იცავს საპატრულო პოლიცია“, - განმარტეს უწყებაში.

 

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად ჩატარდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები და დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.

 

თერგის ბაზრობაზე ხანძარი 2018 წლის 27 თებერვალსაც გაჩნდა, რომლის დროსაც დაახლოებით 5 000 კვმ ფართობი დაიწვა.

 

 

 

წყარო: იმედინიუსი