ყიფშიძის ქუჩაზე ორი ადამიანი დაჭრეს

2019.09.30 17:07:04
ყიფშიძის ქუჩაზე ორი ადამიანი დაჭრეს

ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე სროლა იყო. თვითმხილველების თქმით, სამშენებლო ობიექტის ტერიტორიაზე სროლის და ჩხუბის ხმა გაიგეს, რომლის დროსაც ორი ადამიანი დაიჭრა. 

 

როგორც imedinews-ს შსს-ში განუცხადეს, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 

 

წყარო:იმედინიუსი