თბილისში ქალმა საკუთარ სახლში იმშობიარა და ბავშვი ნაგავში გადააგდო

2019.09.06 18:05:54
თბილისში ქალმა საკუთარ სახლში იმშობიარა და ბავშვი ნაგავში გადააგდო

თბილისში 40 წლამდე ქალმა საკუთარ სახლში იმშობიარა და ჩვილი, სავარაუდოდ ნაგავში გადააგდო.

ინფორმაციას "პრაიმთაიმი" ავრცელებს.

 

ქალი წუხელ N5-ე სამშობიაროში ძლიერი სისხლდენით შეიყვანეს, თუმცა ახალშობილი თან არ ახლდა, რის გამოც სამართალდამცველები გამოიძახეს.

 

წინასწარი ინფორმაციით, ექიმებთან საუბრისას ქალმა ჩვილის გადაგდების ფაქტი აღიარა, თუმცა ბავშვის ცხედარი ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის.

 

როგორც "პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.