„ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება

2019.09.04 12:15:09
„ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება

„ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება. ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

„ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა დაიწყება, რომელიც ქალაქისთვის მნიშვნელოვანია. დღეს ვაცხადებთ ტენდერს, რომ შევარჩიოთ თუ ვინ იქნება პროექტის შემსრულებელი კომპანია. ეს იქნება ერთკილომეტრიანი კვანძი, რომელიც შვიდი სხვადასხვა სიგრძის ღერძისგან შედგება და ის მარშალ გელოვანის გამზირს, მარჯვენა სანაპიროს და გაგარინის ქუჩას დააკავშირებს. იცით, რომ უკვე დაწყებულია ერთი პროექტი - ლისიდან ჩამოსასვლელი. ეს იქნება ამ დიდი პროექტის მეორე ნაწილი და მესამე, სამომავლოდ, დაგეგმილია მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების ხიდით დაკავშირება. სავარაუდოდ, ეს იქნება სამტრედიის ქუჩა. მას დაუკავშირდება მარჯვენა-მარცხენა სანაპიროზე გადამსვლელი ხიდი. ამაზეც ვმუშაობთ“, - აღნიშნა კალაძემ.