თბილისში კაცმა საკუთარი ძაღლი დანით დაჭრა

2019.08.26 12:24:06
თბილისში კაცმა საკუთარი ძაღლი დანით დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული მ. ბ. დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მ.ბ.-მ, თბილისში, დანით დაჭრა საკუთარი ძაღლი და რამდენჯერმე მისი დახრჩობა სცადა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ამ დროისთვის ცხოველი თავშესაფარშია გადაყვანილი და უტარდება შესაბამისი მკურნალობა",-აცხადებენ შსს-ში.

 

გამოძიება ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით.

 

1. ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია,აგრეთვე ცხოველის წვალება,

 

- ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე.

 

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

 

ა) ჯგუფურად;

 

ბ) არაერთგზის;

 

გ) მცირეწლოვნის თანდასწრებით,

 

- ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

 

 

წყარო:დაიჯესტი