ნაღმის შესაძლო არსებობის გამო, ქარვასლაში ევაკუაცია გამოცხადდა

2019.07.09 15:33:03
ნაღმის შესაძლო არსებობის გამო, ქარვასლაში ევაკუაცია გამოცხადდა

თბილისში, სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში“ მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. ამის მიზეზი ნაღმის არსებობის შესახებ მიღებული ინფორმაციაა. 

 

ამ წუთებში მიმდინარეობს შენობის დათვალიერება, მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. ამ ეტაპზე შენობა სრულად არ არის ევაკუირებული.