დღეიდან უბლეთო მგზავრები 20 ლარით დაჯარიმდებიან

2019.07.04 13:48:58
დღეიდან უბლეთო მგზავრები 20 ლარით დაჯარიმდებიან

დღეიდან თბილისში, მუნიციპალურ ტრანსპორტით, კერძოდ ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე სანქციები გაიზარდა. ამ დარღვევისთვის მოქალაქე ხუთი ლარის ნაცვლად უკვე 20 ლარით დაჯარიმდება.

 

ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე ჯარიმის  გაზრდის კანონპროექტი, პარლამენტმა ორი თვის წინ, I მოსმენით მიიღო. 

 

კანონპროექტით 10 ლარით მცირდება საურავის თახა. ანუ თუ ადამიანი დადგენილ 30 დღეში არ გადაიხდის ჯარიმას, მას საურავი 50 ლარის ნაცვლად, 40 ლარი დაეკისრება.

 

სიახლეა ბილეთის აღების წესშიც: მგზავრი ვალდებულია, მგზავრობის დასაწყისიდანვე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით განახორციელოს მგზავრობის საფასურის გადახდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონტროლიორის მიერ მგზავრობის ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება დაჯარიმდეს.