რუსთაველის გამზირზე ერთ-ერთი მოშიმშილე ცუდად გახდა

2019.06.25 22:03:28
რუსთაველის გამზირზე ერთ-ერთი მოშიმშილე ცუდად გახდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ერთ-ერთი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფები, რომლებიც დახმარებას უწევენ აქციის მონაწილეს.

რუსთაველის გამზირზე ორი ადამიანი მეორე დღეა შიმშილობს. დღეს პარლამენტთან აქცია ისევ განახლდა, ცოტა ხნის წინ გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა. 

 

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები. 

 

20 ივნისს, დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან მოგვიანებით საპროტესტო აქცია მოჰყვა.

 

24 ივნისს შსს-მ განაცხადა, რომ აქციის დაშლაში მონაწილე ორი სამართალდამცველის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაული გამოიკვეთა.

 

 

წყარო: იმედინიუსი