პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია განახლდა

2019.06.25 20:45:50
პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია განახლდა.

სიტყვით გამოსვლები რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. აქციის მონაწილეები უკვე მეექვსე დღეა იკრიბებიან და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას და 20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.

 

წინა დღეებთან შედარებით დღეს მომიტინგეთა რაოდენობა ნაკლებია და რუსთაველის გამზირის გადაკეტვა ჯერჯერობით არ გამხდარა საჭირო. ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.