სტუდენტების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო

2019.06.24 11:54:39
სტუდენტების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო

აქციის ერთერთმა მონაწილემ, გიგა ლემონჯავამ,  განაცხადა, რომ მან და არასამთავრობო ორგანიზაცია ემპათია-ს წარმომადგენლებმა შიმშილობა დაიწყეს.

თბილისში რუსთაველის გამზირზე მეოთხე დღეა მშვიდობიანი საზოგადოებრივი პროტესტი მიმდინარეობს, მათი მოთხოვნებია:

1. 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულია ადამიანების დაუყონებლივ გათავისუფლება.

2. შს მინისტრის გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომა.

3. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება.

დღევანდელ აქციაზე ითქვა ისიც, რომ ხვალ 14:00 საათზე რესპუბლიკის მოდნიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომდე ფეხით მსვლელობა მოეწყობა.