რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაიკეტა

2019.06.23 22:02:47
რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაიკეტა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა და გზა გადაიკეტა. ცოტა ხნის წინ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას, მიშა მშვილდაძემ თქვა, რომ ხელისუფლება აქციაზე "მიგზავნილი პროვოკატორებით არეულობას ცდილობს" და ხელისუფლება პროვოკაციებში დაადანაშაულა. 

 

 

 

აქციის მონაწილეები 20 ივნისს დაკავებულების გათავისუფლებას, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენებას, არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას და იმ ძალოვნების დასჯას ითხოვენ, რომელთაც მათი შეფასებით, დარბევისას ძალას გადაამეტეს.

 

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.

 

20 ივნისს, დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან მოგვიანებით საპროტესტო აქცია მოჰყვა.