რას სთავაზობენ ტურისტებს მტკვარზე გასეირნებისას

2019.06.21 12:11:57
რას სთავაზობენ ტურისტებს მტკვარზე გასეირნებისას

საქართველოს დედაქალაქში, ძველი თბილისის ტერიტორიაზე, კერძო კომპანიები ტურისტებს სთავაზობენ ლამაზ და სანახაობრივ ,,გასეირნებას“.

აღსანიშნავია, რომ შეთავაზებაში შედის ყავა, ჩაი, და, რაც ყველაზე მთავარია, ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაცია.  სანახაობა 20-30 წუთს მოიცავს და, ამ დროის განმავლობაში, კატერი გადის გზას მშვიდობის ხიდიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით. ტურისტი, მტკვარზე ექსკურსიის განმავლობაში, ეცნობა ძველი თბილისის სიძველის სუნით გაჟღენთილ შენობა-ნაგებობებსა და ისტორიულ ძეგლებს.  განსაკუთრებით ლამაზი და დასამახსოვრებელი კი ეს შეთავაზება ღამითაა, როცა მთელი ქალაქი განათებულია და ჰარმონიულად იკვეთება ნავების ფერად შუქთან და წყნარ მელოდიებთან.