BBC წუხელ თბილისში განვითარებულ მოვლენებზე წერს

2019.06.21 11:19:22
BBC წუხელ თბილისში განვითარებულ მოვლენებზე წერს

BBC რუსული ბიურო თბილისში წუხელ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

 

BBC წერს, რომ დედაქალაქში დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის დუმის დეპუტატმა საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძლიდან რუსულ ენაზე მიმართა ასამბლეის მონაწილეებს.

 

 

„პოლიციამ თბილისში ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა პარლამენტის შენობასთან შეკრებილი დემონსტრანტების დასაშლელად. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ ხელისუფლების გადადგომას. მანამდე ისინი ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას“, – წერს BBC.

 

 

ბიბისის რუსული ბიუროს თქმით, პროტესტი დაიწყო მას შემდეგ, რაც რუსეთის დუმის დეპუტატმა, საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე, საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძლიდან დელეგატებს რუსულ ენაზე მიმართა. ამან კი საქართველოს რიგითი მცხოვრებლების და პოლიტიკოსების აღშფოთება გამოიწვია.

 

 

წყარო: დაიჯესტი